იაპონელი დიპლომატი კურილის კუნძულებსა და რუსეთს შორის სრუტეების დაბლოკვას მოითხოვს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიიაპონიისა და რუსეთის დროშები
იაპონიისა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის კურილის კუნძულების საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ტერიტორიული საკითხის გადასაჭრელად იაპონიამ აუცილებლად უნდა გამოავლინოს მატერიკულ რუსეთსა და კურილის კუნძულებს შორის სრუტეების დაბლოკვის უნარი, წერს ყოფილი დიპლომატი აკიო კავატაო პორტალ Newsweek Japan-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რის თაობაზეც სააგენტო РИА Новости იუწყება. 

„იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიეროს ტერიტორიული პრობლემის გადაჭრის მნიშვნელობა, იაპონიის მთავრობამ უნდა წარმოაჩინოს მზადყოფნა და უნარი საიმისოდ, რომ გადაკეტოს სოიასა და ცუგარუს სრუტეები, რომლებიც ძირითადი მარშრუტებია მატერიკულ რუსეთსა და ოთხ კუნძულს შორის“, — აცხადებს კავატაო.

ამასთან პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ ტოკიომ ამ ეტაპზე კი არ უნდა იჩქაროს კურილის საკითხის გადაჭრა, არამედ საჭიროა დაელოდოს მომენტს, როდესაც რუსეთის „ეროვნული სიმძლავრე 1990-იანების მსგავსად შესუსტდება“.

იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
იაპონია კურილის კუნძულების თაობაზე რუსეთთან „მტკიცე“ მოლაპარაკებებს გეგმავს

თუმცა, ყოფილი დიპლომატის აზრით, ტოკიომ უკვე ახლა უნდა „დაანგრიოს რუსეთის პოზიციის მთავარი წინაპირობა“ და დაუმტკიცოს მთელ მსოფლიოს, რომ იალტის 1945 წლის ხელშეკრულება თავისთავად არ მოიაზრებდა რუსეთსა და იაპონიას შორის საზღვრების შეცვლას.

როგორც კავატაოს მიაჩნია, იაპონიამ რუსეთთან ურთიერთობებში სიმშვიდე და ცივი გონება უნდა შეინარჩუნოს და „თანდათანობით მიაღწიოს მასში ისეთი განწყობების შექმნას, რომელიც ტოკიოსთვისაა ხელსაყრელი ტერიტორიული საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით“.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგების მიხედვით აღნიშნული კუნძულები სსრკ-ის შემადგენლობაში გადავიდა და მათზე რუსეთის სუვერენიტეტი უდავოა. თუმცა 1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდებოდა. მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0