19:15 23 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7545
  • 100 RUB4.3140
  • USD3.1566
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1339)
79 0 0

კორონავირუსის რუსული ვაქცინა ეროვნული რეგულატორების მოწონების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მეორე ადგილზეა

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად მოიწონა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ვაქცინა უკვე დარეგისტრირებულია 50–ზე მეტ ქვეყანაში და მან კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მაღალი ეფექტურობა აჩვენა. რუსეთში ვაქცინით „სპუტნიკ V“ 6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

როგორც აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, პრეპარატი ქვეყანაში უახლოეს პერიოდში შევა.

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა 11 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს დიდი პარტიის შეძენის შესახებ. განკარგულების საფუძველი გახდა შეთანხმება სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და რუსულ კომპანია HUMAN VACCINE–ს შორის დადებული შეთანხმება 300 ათასი დოზა ვაქცინის შეძენის შესახებ.

ამ დროისთვის გამალეის სახელობის ცენტრში დამზადებული კორონავირუსის პრეპარატი მსოფლიოში 51–მა ეროვნულმა რეგულატორმა აღიარა.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო>>

რუსეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა დაარეგისტრირა. „სპუტნიკ V” ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი.

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომვაქცინა ადამიანს იცავს „ბრიტანული შტამისგანაც“.

პრეპარატი ეროვნული რეგულატორების მიერ მოწონებულ ვაქცინებს შორის მეორე ადგილს იკავებს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1339)

მთავარი თემები