დასახელდა ტურისტებისთვის აბსოლუტურად ღია ხუთი ქვეყანა: UNWTO-ს ანგარიში

© Sputnik / Alexander Imedashviliსამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები
სამგზავრო ჩანთები და ჩემოდნები - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
გამოწერა
მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ზურაბ პოლოლიკაშვილი ხელმძღვანელობს და რომელსაც გაეროს სისტემის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს, უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ამ დროისათვის უცხოელი ტურისტების მისაღებად სრულიად ღია მსოფლიოს მხოლოდ ხუთი სახელმწიფოა, სადაც მოხვედრა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი, ნათქვამია მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) უახლეს ანგარიშში, რომელსაც გაეროს სისტემის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს.

ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
თურქეთში ტურისტებისთვის შეზღუდვები გაახანგრძლივეს

ანგარიშის თანახმად, ეს ქვეყნებია: ალბანეთი, კოსტა–რიკა, დომინიკელთა რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მაკედონია და ტანზანია.

ამასთანავე აღინიშნება, რომ ამ დროისათვის 217 ქვეყნიდან 69, ანუ ყოველი მესამე მთლიანად დაკეტილია ტურისტებისთვის, 73 სახელმწიფოს საზღვრები მხოლოდ ნაწილობრივაა დაკეტილი, ხოლო 70-ს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს დაწესებული — კორონავირუსზე ტესტის წარდგენისა და კარანტინის გავლის ჩათვლით.

UNWTO-ს ანგარიშიდან ირკვევა, რომ კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენამ მთელი რიგი ქვეყნები აიძულა, გაემკაცრებინა შესვლაზე შეზღუდვები.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, ტურიზმის განახლება, რაც ბევრი სახელმწიფოსთვის შემოსავლების ლამის უმთავრესი წყაროა, მხოლოდ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„შეზღუდვების დაწესება უნდა ეფუძნებოდეს ბოლო მონაცემებსა და ანალიზს და გამუდმებით უნდა მოწმდებოდეს, რათა სექტორის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი განახლება უზრუნველვყოთ, რომელზეც მილიონობით საწარმო და თანამშრომელია დამოკიდებული“, — განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

გაეროს ინფორმაციით, პანდემიის გამო მხოლოდ 2020 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში ტურისტულმა დარგმა 935 მლრდ დოლარი იზარალა.

ყველა ახალი ამბავი
0