ისრაელი ქვეყანაში შესვლაზე გამონაკლისებს აწესებს: გამოქვეყნდა პირობები

© AP Photo / Matthias Schraderაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ისრაელში შესვლას როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეები ისრალეში შესვლას 8 მარტიდან გამონაკლის შემთხვევებში შეძლებენ – გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, იუწყება ისრაელის მთავრობის პრეს-სამსახური.

 Air Arabia - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
საქართველოს საზღვრები კიდევ ოთხი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იხსნება
„ისრაელში თვითმფრინავით შემოსვლის მსურველებმა დეკლარაციის ფორმა რეისის გამოფრენამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსონ“, — ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამის შემდეგ მათ უნდა მიიღონ ქვეყანაში შესვლის უფლება, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გაიცემა.

თვითმფრინავში ჩაჯდომის აუცილებელ პირობად რჩება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა, რომელიც გაფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.

ისრაელში ჩაფრენის შემდეგ როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ ორკვირიანი იზოლაცია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ისრაელში გაკეთებული ვაქცინაციის შესახებ ცნობა ექნება, შეუძლია თავიდან აირიდოს იზოლაცია.

ყველა ახალი ამბავი
0