01:56 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

1995 წელს ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს შემოღებული სანქციების მოქმედების ვადა ყოველწლიურად იზრდება

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაახანგრძლივა სანქციები ირანის წინააღმდეგ, იუწყება РИА Новости თეთრ სახლზე დაყრდნობით.

ბაიდენის ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო - სანქციები, რომლებიც 1995 წელს ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს შემოიღეს, შემდგომი ადმინისტრაციების მიერ ხანგრძლივდებოდა და მრავალჯერ იცვლებოდა.

„ირანის მთავრობის მოქმედებები და პოლიტიკა, რომელიც მოიცავს შეიარაღების გავრცელებას და რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული და ჩვეულებრივი შეიარაღების შემუშავებას, რეგიონული აგრესიის ქსელი და მის მიერ ამ მიმართულებით წარმოებული კამპანია, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ და მისი მხარდამჭერების მავნებელი ქმედებები - ეს ყველაფერი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის კვლავ უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ბაიდენმა მოაწერა ხელი.

შეერთებულმა შტატებმა მანამდე ირანს შესთავაზეს მოლაპარაკებები ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც ვაშინგტონმა დონალდ ტრამპის დროს ცალმხრივად დატოვა. ამ მომენტისათვის ირანი მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს, სანამ ახლად დაწესებული სანქციები არ მოიხსნება.

მთავარი თემები