ირანმა ევროკავშირის შეთავაზება უარყო და აშშ-თან პირდაპირი შეხვედრის პირობა დაასახელა

© photo: Sputnik / Anton Bistrov / გადასვლა მედიაბანკშიირანის სახელმწიფო დროშები
ირანის სახელმწიფო დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად თეირანის უარისა, უახლოეს თვეებში პირდაპირი მოლაპარაკებების იმედი ბოლომდე გადაწურული არ არის.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თეირანმა უარი თქვა ევროკავშირის წინადადებაზე – შეხვდეს აშშ-ს ბირთვულ გარიგებაზე სასაუბროდ უახლოეს კვირებში, იუწყება გაზეთი Wall Street Journal ორ დასავლელ მაღალჩინოსან დიპლომატზე დაყრდნობით.

დიპლომატების თქმით, თეირანს მანამდე გარანტიების მიღება სურს ვაშინგტონისგან, რომ აშშ ზოგ სანქციას მოუხსნის ირანს ამ შეხვედრის შემდეგ.

„თეირანის ეს ნაბიჯი, შესაძლოა, იყოს მცდელობა, მიიღოს ზემოქმედების ბერკეტი მომავალ მოლაპარაკებებზე“, — მიაჩნიათ დიპლომატებს.

თავის მხრივ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განაგრძობს წინამორბედის პოლიტიკას და თეირანზე მაქსიმალურ ზეწოლას ახორციელებს.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ატომური ენერგიის სააგენტომ ირანთან დროებით შეთანხმებას მიაღწია

მანამდე თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს სანქციების რეჟიმის შესუსტებას თეირანის მიმართ იმ მიზნით, რომ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები განაახლოს.

ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის დეკემბერში ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებს. ამასთან კანონი მოიაზრებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებს ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0