ანჯელინა ჯოლიმ უინსტონ ჩერჩილის ნახატი გაყიდა

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Gage Skidmore / Angelina Jolieანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
აღნიშნული ტილო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დახატა და ამერიკის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს აჩუქა

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ანჯელინა ჯოლიმ Christie's–ის აუქციონზე გაყიდა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ უინსტონ ჩერჩილის ნახატი Tower of the Koutoubia Mosque („მეჩეთ ალ–ქუთუბიას მინარეთი“), რომელიც მან თავის დროზე აშშ–ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს უსახსოვრა.

​როგორც აუქციონის საიტზეა ნათქვამი, ნახატი 8,28 მილიონ გირვანქა სტერლინგად (11,5 მლნ დოლარი) გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა  ჩერჩილის ნამუშევრებისთვის. მანამდე მისი ნახატების ფასი დაახლოებით 2,5 მლნ დოლარი იყო.

სააუქციონო სახლის ინფორმაციით, 1943 წელს დახატული ტილო რუზველტს იმავე წელს გადაეცა საჩუქრად, შემდეგ კი მემკვიდრეობით დარჩა მის ვაჟ ელიოტს. ამის შემდეგ ნახატმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, საბოლოოდ კი ანჯელინა ჯოლის ოჯახმა შეიძინა 2011 წელს.

როგორც Christie's–ი წერს, ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩერჩილის მიერ დახატული ერთადერთი ტილოა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0