თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ანჯელინა ჯოლიმ Christie's–ის აუქციონზე გაყიდა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ უინსტონ ჩერჩილის ნახატი Tower of the Koutoubia Mosque („მეჩეთ ალ–ქუთუბიას მინარეთი“), რომელიც მან თავის დროზე აშშ–ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს უსახსოვრა.
#AuctionUpdate A new #WorldAuctionRecord for Sir Winston Churchill with 'Tower of the Koutoubia Mosque' (1943) selling for £8,285,000. This is the only painting created by Churchill during the Second World War: https://t.co/JCBvGaFShW pic.twitter.com/iZMumvmwp2
— Christie's (@ChristiesInc) March 1, 2021
როგორც აუქციონის საიტზეა ნათქვამი, ნახატი 8,28 მილიონ გირვანქა სტერლინგად (11,5 მლნ დოლარი) გაიყიდა, რაც რეკორდული თანხაა ჩერჩილის ნამუშევრებისთვის. მანამდე მისი ნახატების ფასი დაახლოებით 2,5 მლნ დოლარი იყო.
სააუქციონო სახლის ინფორმაციით, 1943 წელს დახატული ტილო რუზველტს იმავე წელს გადაეცა საჩუქრად, შემდეგ კი მემკვიდრეობით დარჩა მის ვაჟ ელიოტს. ამის შემდეგ ნახატმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, საბოლოოდ კი ანჯელინა ჯოლის ოჯახმა შეიძინა 2011 წელს.
როგორც Christie's–ი წერს, ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩერჩილის მიერ დახატული ერთადერთი ტილოა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.