23:30 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
261 0 0

საბერძნეთში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო, მედიკოსებმა კომპანიების - Pfizer, Moderna და AstraZeneca - პრეპარატებით 730 ათასი აცრა ჩაატარეს

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საბერძნეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ მედიკოსებმა სერიოზული გვერდითი ეფექტის გამოვლენის ხუთი შემთხვევა დააფიქსირეს, წერს РИА Новости.

„იყო სერიოზული გვერდითი ეფექტის ხუთი შემთხვევა, რომელიც ანაფილაქსიურ რეაქციას უკავშირდება. ისინი ეფექტურად განიკურნა. არის კიდევ ერთი შემთხვევა, რომელზეც საბოლოო დოკუმენტაცია ვაქცინაციასთან მისი კავშირის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს“, - განაცხადა ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, პედიატრიის დამსახურებულმა პროფესორმა მარია თეოდორიდუმ ბრიფინგზე.

საბერძნეთში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყო, მედიკოსებმა კომპანიების - Pfizer, Moderna და AstraZeneca - პრეპარატებით 730 ათასი აცრა ჩაატარეს. თეოდორიდუს თქმით, საბერძნეთში მიღებული შედეგები „მსოფლიო მასშტაბით არსებულ სამეცნიერო მონაცემებს მთლიანად შეესაბამება“.

რუსული ვაქცინის შემქმნელები უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან >>

ამასთან, ქვეყნის პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების სამსახურის გენერალურმა მდივანმა მარიოს ფემისტოკლეუსმა აღნიშნა, რომ საბერძნეთში ვაქცინაციით დაფარვის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად ევროკავშირში.

„ბოლო დროს ექიმთან ვაქცინაციაზე ჩასაწერად მსურველთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ამ დროისათვის ჩაწერილი არიან 1,42 მილიონ ინიექციაზე: 600 ათასი პირველი დოზისთვის და 820 ათასი მეორე დოზის გასაკეთებლად“, - განაცხადა ფემისტოკლეუსმა.

მარტისთვის აცრაზე 720 ათასი ადამიანია ჩაწერილი, ამტკიცებს ფემისტოკლეუსი. სულ მალე ვაქცინაციის ცენტრები მიიღებენ Pfizer-ისგან 112 ათას დოზას, მანამდე 24 ათასი დოზა მიიღეს Moderna-სგან და 90 ათასი დოზა - AstraZeneca-სგან.

თებერვლის დასაწყისში წამლების ბაზრის შვეიცარიული რეგულატორი Swissmedic იუწყებოდა გვერდითი რეაქციის 63 შემთხვევის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, კორონავირუსის SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკავშირდება, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურ ოფისში განაცხადეს, რომ არცერთი შემთხვევა ჯერჯერობით პრეპარატების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე არ მიუთითებს.

ნიდერლანდებში ვაქცინაციის შემდეგ სულ მცირე 15 ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა, 25 ადამიანში ვაქცინაციამ ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია.

მთავარი თემები