09:07 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
74 0 0

ვაქცინის „სპუტნიკV" შემქმნელები მზად არიან დაეხმარონ ბრიტანულ კომპანია Moderna-ს და ამერიკულ კომპანია Pfizer-ს მათი ვაქცინების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, განაცხადა პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდის დირექტორმა კირილ დმიტრიევმა

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. პირდაპირი ინვესტიციების რუსეთის ფონდი ღიაა სხვა კომპანიებთან სათანამშრომლოდ, აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა დმიტრიევმა. ამის შესახებ იუწყება Sputnik-ბელარუსი.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპონენტის Pfizer-ის და ასევე სხვა ვაქცინებში დამატება მუტაციებთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის, და, რა თქმა უნდა, ეს ყველა ფარმაცევტული კომპანიის მიმართ ჩვენს გამჭვირვალობას ადასტურებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთობლივი მუშაობით ჩვენ მართლაც უფრო ეფექტურები ვიქნებით“, - განაცხადა დმიტრიევმა.

დმიტრიევის თქმით, ფონდისთვის ცხადი გახდა, რომ მუტაციის სამხრეთაფრიკული ვარიანტის მიმართ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტურობა სამი მესამედით შემცირდა.

„შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ Pfizer-ის და სხვა ვაქცინებში ჩვენი კომპონენტის დამატებით მუტაციებთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება“, - განაცხადა მან.

დმიტრიევმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს თვე-ნახევარში „სპუტნიკV"-ს და AstraZeneca-ს კომბინირებული ვაქცინის კლინიკური ცდების შედეგები დაიდება.

მიმოხილვა: რომელი ვაქცინით სჯობს აცრა, ანუ 5 მთავარი მითი ვაქცინაციის შესახებ >>

ამჟამად რუსეთში „სპუტნიკV"-ს პრეპარატით მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. 10 თებერვლის მონაცემებით, რუსეთში ვაქცინის ორი კომპონენტით აიცრა 1,7 მილიონი ადამიანი, ერთი დოზა 2,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

მთავარი თემები