10:00 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (173)
56 0 0

გამოკითხვის თანახმად, თუ ტრამპი შემდგომ არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე, მას ამერიკელი რესპუბლიკელების ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. აშშ–ში რესპუბლიკელი ამომრჩევლების 59% მზადაა, კვლავ დაუჭიროს მხარი ქვეყნის ყოფილ ლიდერ დონალდ ტრამპს, თუ ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, იუწყება გამოცემა USA Today საფოლკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტთა 46%-ს განზრახული აქვს, გაწევრიანდეს ტრამპის ახალ პარტიაში, თუ ის მას შექმნის.

„გამოკითხვა აჩვენებს, რომ ტრამპის მხარდაჭერა მნიშვნელოვანწილად ურყევია იმპიჩმენტის მეორე პროცესის შემდეგაც კი“, — აღნიშნავს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 27% არ აპირებს შეიცვალოს პარტიული კუთვნილება, ამასთან რესპონდენტების ნახევარს მიაჩნია, რომ რესპუბლიკური პარტია უფრო ლოიალური უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

ტრამპისთვის მეორე იმპიჩმენტის პროცედურამდე გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა  გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 62%-ის აზრით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მესამე დიდი პოლიტიკური პარტია ესაჭიროება. ხოლო კომპანია HarrisX-ის სოციოლოგიური კვლევის თანახმად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების 64% უკვე მზად იყო დონალდ ტრამპის პარტიაში გასაწევრიანებლად.

იანვრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის ექს–პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას აპირებდა, რომელსაც სახელად „პატრიოტული პარტია“ დაერქმეოდა. თუმცა მოგვიანებით ტელეარხი Fox News-ი იუწყებოდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გადაიფიქრა ქვეყანაში მესამე ძლიერი პოლიტიკური პარტიის შექმნა, რომელიც დემოკრატებსაც გაუწევდა კონკურენციას და რესპუბლიკელებსაც.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (173)

მთავარი თემები