14:21 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)
59 0 0

ქვეყანაში მანამდე კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის დადგომის შესახებ განაცხადეს. ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე პოლონეთში კორონავირუსით 1 623 218 ადამიანი დაავადდა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პოლონეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული მუტაცია პირველად გამოვლინდა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეძელსკიმ.

„ასეთი მუტაციის გამოვლენის პირველი შემტხვევა გვაქვს", – განაცხადა ნეძელსკიმ პრესკონფერენციაზე ვარშავაში და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეს სახეობა ბელოსტოკში დაფიქსირდა.

უფრო ადრე პოლონეთმა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის შესახებ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 1 623 218 ადამიანი, გარდაიცვალა 41 823.

ექსპერტების თქმით, მუტაცია 501Y.V2, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დეკემბერში აღმოაჩინეს, 50%–ით უფრო გადამდებია, ვიდრე ამის წინა სახეობა. ამ დროისთვის ის სულ მცირე 20 ქვეყანაშია გავრცელებული.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)

მთავარი თემები