Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პოლონეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშივარშავაში
ვარშავაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ქვეყანაში მანამდე კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის დადგომის შესახებ განაცხადეს. ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე პოლონეთში კორონავირუსით 1 623 218 ადამიანი დაავადდა

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. პოლონეთში კორონავირუსის სამხრეთაფრიკული მუტაცია პირველად გამოვლინდა, განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეძელსკიმ.

კორონავირუსის ახალი ფინური ვარიანტი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
PCR-ტესტებს გამოვლენა უჭირს: ფინეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

„ასეთი მუტაციის გამოვლენის პირველი შემტხვევა გვაქვს", – განაცხადა ნეძელსკიმ პრესკონფერენციაზე ვარშავაში და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეს სახეობა ბელოსტოკში დაფიქსირდა.

უფრო ადრე პოლონეთმა კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღის შესახებ განაცხადა. ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულია 1 623 218 ადამიანი, გარდაიცვალა 41 823.

ექსპერტების თქმით, მუტაცია 501Y.V2, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დეკემბერში აღმოაჩინეს, 50%–ით უფრო გადამდებია, ვიდრე ამის წინა სახეობა. ამ დროისთვის ის სულ მცირე 20 ქვეყანაშია გავრცელებული.

ყველა ახალი ამბავი
0