ევროპელები მარსის მისიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართვას იწყებენ

© photo : ESA/NASA - L.Parmitanoკოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო
კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
მთვარესა და მარსზე მისიებში მონაწილეობის კანდიდატებს მხოლოდ ორი პუნქტის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ: ფსიქიკური ამტანობა და ტექნიკური განათლება

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) მთვარესა და მარსზე ექსპედიციისთვის 26 ასტრონავტის შერჩევას იწყებს, იუწყება The Guardian–ი.

კომეტა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2019
ასტრონავტებმა ორბიტაზე ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს: ESA კვლევას განაგრძობს

აღინიშნება, რომ კანდიდატების შერჩევისას ESA ყურადღებას ეკიპაჟის მრავალფეროვნებაზე გაამახვილებს. კოსმოსურ სააგენტოს მისიაში უფრო მეტი ქალისა და ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხილვა სურს - მიუხედავად ეროვნებისა, სექსუალური ორიენტაციისა, ასაკისა და რელიგიური შეხედულებებისა.  

კანდიდატებს მხოლოდ ორი პუნქტის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ: ფსიქიკური ამტანობა და ტექნიკური განათლება. მისიის სავარაუდო მონაწილეს მინიმუმ მაგისტრის ხარისხი უნდა ჰქონდეს საბუნებისმეტყველო მეცნირებებში, ინჟინერიაში, მათემატიკასა ან ინფორმატიკაში.

ანგელოზი მარსზე: ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისიამ უჩვეულო მოვლენა დააფიქსირა – ფოტო>>

როგორც ESA–ში აღნიშნეს, ფიზიკური მონაცემები კოსმოსში ფრენისთვის დაბრკოლება აღარ არის, ვინაიდან ტექნოლოგიები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე აძლევს საშუალებას, იმუშავონ კოსმოსში.

„როდესაც საქმე კოსმოსურ ფრენებს ეხება, ჩვენ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები ვართ. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შანსია, ბევრი ახალი შევიტყოთ საკუთარ თავზე“, — განაცხადა იტალიელმა ასტრონავტმა სამანტა კრისტოფერეტიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადების მიღება 31 მარტს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ივნისში კი მსურველი კანდიდატების ტესტირება და შერჩევა დაიწყება, რაც 2022 წლის ოქტომბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0