თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ავტომატურმა პლანეტთაშორისმა სადგურმა Mars Express-მა მარსის ზედაპირზე ფოტო გადაუღო მოვლენას, რომელიც ანგელოზის ფიგურას ჩამოჰგავს, ნათქვამია სააგენტოს საიტზე.
მკვლევართა თქმით, უჩვეულო ფორმის გამოსახულება მარსის სამხრეთ პოლარულ სფეროში ყინულის დნობის შემდეგ წარმოიშვა. მათი თქმით, მოვლენის ფორმირებას ყინულის სუბლიმაციამ, ქანების ეროზიამ და მეტეორიტის ვარდნამ შეუწყო ხელი.
⛄ BRRRR! Something says it's cold outside... this is our last #WeekInImages of 2020. We'll be back in the NewYear, have a safe holiday and see you on the other side #StaySafe 👉 https://t.co/UE6IbhAFCi pic.twitter.com/u9yL8UyglU
— ESA (@esa) December 20, 2020
კოსმოსური სააგენტო წერს, რომ ორბიტაზე 2003 წელს გასული Mars Express კვლავაც განაგრძობს ჩვენ მეზობელ პლანეტაზე დაკვირვებას და დეტალურ ფოტოგრაფირებას. მუშაობის განმავლობაში კოსმოსურმა მისიამ არაერთი საინტერესო ინფორმაცია გამოავლინა მარსის შესახებ, რაც მკვლევარებს პლანეტის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერებმა მარსზე მდინარეების ნაკვალევი აღმოაჩინეს, რომლებიც პლანეტაზე, სავარაუდოდ, 3,7 მლრდ წლის წინ მიედინებოდა. ამგვარი დასკვნა უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც მარსის ორბიტაზე NASA-ს მიერ კამერა HiRISE-ის დახმარებით გადაღებული ფოტოები შეისწავლეს.