აშშ მხარს უჭერს მესამე პოლიტიკური პარტიის შექმნას: გამოკითხვის შედეგები

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
გამოწერა
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია მას შემდეგ, რაც გელაპის ინსტიტუტმა ამ თემაზე გამოკითხვების ჩატარება დაიწყო. პირველად აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2003 წელს ჩატარდა.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებს მესამე დიდი პოლიტიკური პარტია ესაჭიროება, მიაჩნია ამერიკელების 62%-ს, რომლებმაც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ცენტრის – გელაპის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.

დონალდ ტრამპი და სტივენ ბენონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
ამერიკელების 37% მზადაა ტრამპის ახალ პარტიაში გასაწევრიანებლად – გამოკითხვა

რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ში ამჟამად მოქმედი ძირითადი პარტიები — რესპუბლიკელები და დემოკრატები — „ცუდად მუშაობენ“.

ამასთან გამოკითხულების 33%-ს მიაჩნია, რომ ორივე პარტია, წარმოაჩენენ რა ამერიკელების უმრავლესობის პოლიტიკურ შეხედულებებს, „ადეკვატურად“ ასრულებს თავიანთ ამოცანებს.

გელაპის ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია 2003 წლის შემდეგ. სწორედ მაშინ დაიწყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა ამ თემაზე გამოკითხვების ჩატარება.

ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ ორივე პარტიის დადებითი რეიტინგები 50%-ზე დაბალია: დემოკრატებმა 48% მოაგროვეს, ხოლო რესპუბლიკელებმა — 37%.

როგორც ათიდან ოთხ რესპუბლიკელს მიაჩნია, დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მათი პარტია უფრო კონსერვატიული უნდა გახდეს. 34%-ს იმედი აქვს, რომ პარტია ძველებური დარჩება, 24%-ს სურს, რომ პარტიამ ზომიერება შეინარჩუნოს.

გამოკითხვა 21 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა და 50 შტატიდან 906 რესპონდენტი გამოიკითხა.

ყველა ახალი ამბავი
0