19:05 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1316)
59 0 0

მკვლევარებს განსაკუთრებით აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ახალი შტამი „მუტაციების პოტენციურად საგანგაშო ნაკრებს“ მოიცავს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოს ათ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამია გამოვლენილი, რომელსაც მეცნიერებმა სახელად B1525 უწოდეს, იუწყება გამოცემა Guardian ედინბურგის უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით.

B1525 გამოვლენილია დიდ ბრიტანეთში — 32 შემთხვევა, დანიაში — 35, ნიგერიაში — 12, აშშ-ში — 5 და საფრანგეთში — 7 შემთხვევა.

გარდა ამისა, ახალი შტამით ინფიცირებული თითოეულში ხუთზე ნაკლები პაციენტია დაფიქსირებული განაში, ავსტრალიაში, კანადაში, იორდანიასა და ესპანეთში.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის ახალი შტამი „მუტაციების პოტენციურად საგანგაშო ნაკრებს“ ფლობს.

კერძოდ, მკვლევარებს აშფოთებს მუტაცია Е484К საცეცებიან ცილაში, რომელიც ასევე შედის ვირუსის ბრაზილიურ და სამხრეთაფრიკულ ვარიანტებში და რაც ვირუსს კიდევ უფრო გამძლეს ხდის ანტისხეულების მიმართ.

მანამდე, დეკემბრის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის სხვა ახალი შტამი აღმოაჩინეს — VUI-202012/01. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდებოდა. ის უკვე დარეგისტრირებულია მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1316)

მთავარი თემები