იაპონია კურილის კუნძულების თაობაზე რუსეთთან „მტკიცე“ მოლაპარაკებებს გეგმავს

© REUTERS / Pool / Aris Messinisიაპონიის დროშა
იაპონიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გამოწერა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტოკიოსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა, რაც დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. იაპონიას განზრახული აქვს, მტკიცედ იმოქმედოს რუსეთთან სადავო ტერიტორიის საკითხის გადასაჭრელად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის კონსტიტუცია, მასში შეტანილი შესწორების თანახმად, კრძალავს სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების გასხვისებას, განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა კაცუნობუ კატომ.

აღნიშნულის თაობაზე წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მიმაჩნია, რომ მთავრობა კვლავაც განწყობილი იქნება – დაჟინებით განაგრძოს მოლაპარაკებები ჩვენი ძირითადი კურსის შესაბამისად, რათა გადაიჭრას ტერიტორიული საკითხი და გაფორმდეს სამშვიდობო შეთანხმება“, — განაცხადა კატომ ბრიფინგზე.

მისი თქმით, გასული წლის სექტემბერში, უკვე მას შემდეგ, რაც რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამ საუბრისას სინძო აბე მანამდე მიღწეულ შეთანხმებას შეეხო, რომელიც 1956 წლის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას ითვალისწინებდა.

ტოკიო, იაპონია - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
მარტოობის საქმეთა მინისტრი: იაპონიაში ახალი თანამდებობა იქმნება

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთსა და იაპონიას შორის სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რაც ორ ქვეყანას შორის სამხრეთ კურილის ოთხი კუნძულის საკითხს დღემდე პრობლემად ტოვებს. მოსკოვი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგებით, აღნიშნული კუნძულები სსრკ-ის შემადგენლობაში გადავიდა და მათზე რუსეთის სუვერენიტეტი უდავოა. თუმცა 1956 წელს საბჭოთა კავშირმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი ეთანხმებოდა იაპონიისთვის ორი კუნძულის — ჰაბომაისა და შიკოტანის გადაცემის საკითხის განხილვას მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდებოდა. მაგრამ შემდგომმა მოლაპარაკებებმა ვითარება ვერანაირად ვერ შეცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0