თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. იაპონიაში ახალი თანამდებობა იქმნება — მარტოობის საქმეთა მინისტრის პოსტი, რომელსაც რეგიონების ფუნქციონირების აღდგენის მინისტრი ტეცუსი საკამოტო შეითავსებს, იუწყება Sankei.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თანამდებობის შექმნა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყანაში გახშირებული თვითმკვლელობებისა და სხვა პრობლემების გამო გახდა აუცილებელი.
იაპონიის პრემიერ–მინისტრმა იოსიჰიდე საგამ პირდად დაავალა საკამოტოს ამ პრობლემების აღმოფხვრა.
„კორონავირუსის გავრცელების გამო იმატა თვითმკვლელობათა რაოდენობამ... მინდა, რომ განსაზღვროთ ეს პრობლემები და კომპლექსური ზომები მიიღოთ“, — განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს იაპონიაში თვითმკვლელთა რაოდენობამ 3,7%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით და 20,9 ათასი კაცი შეადგინა.