ირანში განმარტეს, რა შემთხვევაში შექმნიან ბირთვულ იარაღს

© photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadehირანი
ირანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
თეირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა „მშვიდობიანი ატომის“ შექმნას მოიაზრებს, თუმცა გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ის იარაღის შესაქმენლად გამოიყენონ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ირანის ატომური პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა, მაგრამ თუ ქვეყანას „კუთხეში მიიმწყვდევენ“, თეირანი იძულებული გახდება მიიღოს ბირთვული იარაღი, განაცხადა ქვეყნის დაზვერვის მინისტრმა მაჰმუდ ალავიმ.

მისი თქმით, ბირთვული პროგრამის იარაღის შესაქმენლად გამოყენება ისლამის ნორმებს ეწინააღმდეგება.

„მაგრამ გეტყვით: თუ კატას კუთხეში მიიმწყვდევთ, შესაძლოა ის ისე მოიქცეს, როგორც არასდროს მოიქცეოდა თავისუფლებაში. თუ ირანს ამ მიმართულებით უბიძგებენ, ეს არ იქნება ირანის ბრალი. ჩვეულებრივ პირობებში თეირანს მსგავსი გეგმები არ აქვს“, — განაცხადა მინისტრმა ტელეარხ IRIB TV2-ის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა არაერთხელ გამოხატა შეშფოთება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თაობაზე, თუმცა თეირანი ყოველთვის უარყოფდა მსგავსი გეგმების არსებობას.

ირანის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
თეირანმა რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ირანის ბირთვული პროგრამა – ეს ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა.

2020 წლის ბოლოს ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ამასთან კანონი მოიაზრებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებდა ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

ყველა ახალი ამბავი
0