04:25 07 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1474
  • 100 RUB4.6139
  • USD3.4430
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ბორდოში იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეარხი BFMTV ახალი აკვიტანიის რეგიონის პრეფექტურაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავარიული სამსახურების ინფორმაციით, აფეთქება დილის 8 საათზე მოხდა შენობაში, რომლის პირველ სართულზე პარკინგია განთავსებული. შენობა მთლიანად დაინგრა. აფეთქება შეეხო ასევე ორ მეზობელ ნაგებობას, რომლებიც ნაწილობრივ ჩამოინგრა.

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა, აღნიშნავს ტელეარხი.

მთავარი თემები