ბორდოში აფეთქება მოხდა: არიან დაღუპულები

© photo: Sputnik / Dominique Boutin / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია პარიზში
პოლიცია პარიზში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ბორდოში იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც აფეთქების შედეგად დაიღუპა, იუწყება ტელეარხი BFMTV ახალი აკვიტანიის რეგიონის პრეფექტურაზე დაყრდნობით.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ავარიული სამსახურების ინფორმაციით, აფეთქება დილის 8 საათზე მოხდა შენობაში, რომლის პირველ სართულზე პარკინგია განთავსებული. შენობა მთლიანად დაინგრა. აფეთქება შეეხო ასევე ორ მეზობელ ნაგებობას, რომლებიც ნაწილობრივ ჩამოინგრა.

​

წინასწარი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა, აღნიშნავს ტელეარხი.

ყველა ახალი ამბავი
0