00:51 29 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6663
  • 100 RUB4.2235
  • USD3.1052
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
65 0 0

პარლამენტარის თქმით, რომელმაც მოძრაობა ნობელის პრემიაზე წარადგინა, ამგვარი სამართლიანობის გარეშე საზოგადოებაში მშვიდობა და სტაბილურობა ვერ დამყარდება

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ნორვეგიის პარლამენტის წევრმა პეტერ ეიდემ მოძრაობა Black Lives Matter („შვკანიანების სიცოცხლეს მნიშვნელობა აქვს“) 2021 წლის ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში წარადგინა, იუწყება გაზეთი Guardian.

პარლამენტარმა ნომინაცია იმით ახსნა, რომ BLM-ს მოწოდებები მთელს მსოფლიოში გავრცელდა და მოძრაობამ ყველა ქვეყანა აიძულა ებრძოლოს რასიზმს თავის საზოგადოებებში.

„მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საკვანძო პრობლემა, რომელსაც ჩვენ გადავაწყდით ამერიკაში, ასევე ევროპასა და აზიაში - ეს არის კონფლიქტის ერთგვარი ესკალაცია, რომელიც უთანასწორობას ეყრდნობა. Black Lives Matter რასობრივ უსამართლობასთან ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო მოძრაობა გახდა. მათ უდიდეს წარმატებას მიაღწიეს რასობრივი უსამართლობის კუთხით გლობალური ცნობიერების ამაღლებაში“, - მოჰყავს გაზეთს მისი სიტყვები.

მან ასევე უარყო შენიშნები, თითქოს მოძრაობა ემხრობოდა ძალადობას ამერიკის ქალაქებში და აღნიშნა, რომ არ სურს, რომ მისი ნომინაცია განიხილებოდეს როგორც კომენტარი აშშ-ის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„კვლევებმა აჩვენა, რომ Black Lives Matter-ის მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების უმრავლესობა მშვიდობიანი ხასიათის იყო“, - აღნიშნა მან.

როგორც ეიდემ აღნიშნა, რასიზმის წინააღმდეგ მოძრაობებსა და მშვიდობას შორის, ასევე შეგნებას, რომ ამგვარი სამართლიანობის გარეშე საზოგადოებაში არ იქნება სტაბილურობა, ძლიერი კავშირის არსებობს.

„Black Lives Matter-ისთვის, როგორც რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ უძლიერესი გლობალური ძალისთვის მშვიდობის პრემიის მინიჭება გახდება მძლავრი სიგნალი იმისა, რომ სამყარო დგას თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ადამიანის უფლებებზე, და ყველა ქვეყანამ უნდა პატივი სცეს ამ ძირითად პრინციპებს“, - დაასკვნა მან.

აშშ-ის ქალაქებში, შემდეგ კი მსოფლიოს რიგ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა და არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

მოძრაობა Black Lives Matter, რომლის ლოზუნგებითაც იმართებოდა დემონსტრაციები, პოლიციის დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს და არეულობების ორგანიზებითა და მოწყობით „რასობრივი სამართლიანობისთვის“ იბრძვის.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში - ერთ-ერთია ხუთიდან, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს შვედმა მეწარმემ და გამომგონებელმა ალფრედ ნობელმა დააფუძნა. ის ენიჭება პიროვნებასა ან ორგანიზაციას მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო. ნობელის პრემიაზე კანდიდატების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ნაციონალურ დონეზე მუშაობს. მას საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის 2000 სიტყვის გამოყენება შეუძლია. წელს განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 თებერვალი, ხოლო მარტის ბოლოს შორტ-ლისტი შედგება. გამარჯვებული გამოვლინდება ოქტომბერში, ხოლო დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბრისთვისაა დანიშნული. 2020 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაეროს სასურსათო პროგრამას გადაეცა.

მთავარი თემები