09:33 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (158)
60 0 0

ტრანსგენდერებთან დაკავშირებული აკრძალვის გაუქმება გარკვეული მიზეზებით ყოვნდება, თუმცა, დაპირების თანახმად, ეს უახლოეს დღეებსა თუ კვირებში მოხდება

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს ხანებში გააუქმებს დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებას, რომელიც ტრანსგენდერებს არმიაში სამსახურს უკრძალავდა, იუწყება NBC News–ი თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებაზე დაყრდნობით.  

​მისი თქმით, პრეზიდენტის ეს ბრძანებულება არ შედის ბაიდენის უპირველესი მოქმედებების ძირითად გეგმაში, თუმცა შეტანილია დამატებითი ნაბიჯების სიაში და „უახლოეს დღეებსა და კვირებში“ გაიცემა.

როგორც NBC News–ი წერს, მანამდე ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ მუშაობის პირველივე დღეებში გადახედავდა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ტრანსგენდერების მიმართ, თუმცა ეს ნაბიჯები სავარაუდოდ იმის გამო ყოვნდება, რომ აშშ–ის თავდაცვის მინისტრი ლლოიდ ოსტინი ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული თანამდებობაზე.

ამასთან აშშ–ის ისტორიაში პენტაგონის პირველმა შავკანიანმა შეფმა 19 იანვარს სენატში მოსმენებისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს იმ ბრძანებულების გაუქმებას, რომელიც ტრანსგენდერებს შეიარაღებულ ძალებში ღიად სამსახურს უკრძალავს.

„თუ ხართ ჯანმრთელი, კვალიფიციური და შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ არმიაში სამსახურის სტანდარტები, მაშინ ამის უფლება უნდა გქონდეთ. მე მხარს დავუჭერ ამას“, — განაცხადა ოსტინმა მოსმენებზე. 

ლლოიდ ოსტინის პენტაგონის შეფად დანიშვნასთან დაკავშირებული კენჭისყრის მომდევნო რაუნდი ხუთშაბათს გაიმართება წარმომადგენელთა პალატაში. სენატში კენჭისყრის თარიღი ჯერ არ ჩანიშნულა.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (158)

მთავარი თემები