ვიზიტები გამარტივდება: ევროკავშირის ქვეყნები COVID-19-ზე ჩატარებულ ტესტებს აღიარებენ

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მიერ ერთხმად არის მიღებული და ეხება როგორც PCR-ტესტებს, ისე ექსპრეს-ტესტებს

თბილისი, 23 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის გამოსავლენად ანტიგენზე დამყარებული ექსპრეს-ტესტების გამოყენება, ასევე PCR-ტესტების ურთიერთაღიარება ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე დამტკიცდა, ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პრესრელიზში, რომელიც ონლაინ-შეხვედრის შედეგების მიხედვით გამოქვეყნდა.

აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სერტიფიცირებული ორგანოს მიერ ჩატარებული ტესტების ურთიერთაღიარება გაამარტივებს ტრანსსასაზღვრო მგზავრობას, ხელს შეუწყობს ინფიცირების შესაძლო კონტაქტების გამოვლენას და დაავადების მკურნალობას. აღნიშნული ღონისძიებები ეხება როგორც PCR-ტესტებს, ისე ექსპრეს-ტესტებს.

ვაქცინაცია COVID-19–ზე - Sputnik საქართველო
სად და როგორ ჩატარდება ვაქცინაცია: ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

ევროკავშირის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გაცვლაზე. ამისათვის სპეციალური ციფრული პროგრამა ამოქმედდება. ის მოიცავს COVID-19-ის ანტისხეულებზე დამყარებული ექსპრეს-ტესტების ჩამონათვალს და მათი გამოყენების სტანდარტებს.

„COVID-19-ზე შესაბამისი სწრაფი ანტიგენური ტესტების საერთო ჩამონათვალი უნდა იყოს საკმაოდ მოქნილი იმ ტესტების დამატებისა თუ გაუქმებისათვის, რომელთა ეფექტურობა COVID-19-ის მუტაციებზეა დამოკიდებული“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრის ბოლოს - 2021 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყო. ჯერჯერობით ქვეყნების დიდ ნაწილში მოსახლეობის პრიორიტეტულ ჯგუფებს ცრიან. იგულისხმება, რომ მასობრივი ვაქცინაცია გაზაფხულზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0