08:44 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
91 0 0

ერაყის დედაქალაქში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ბაღდადში ორმაგი ტერორისტული აქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა, ნათქვამია ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ორმაგი ტერაქტი დილით მოხდა ერთ-ერთ ბაზარში, რომელიც ერაყის დედაქალაქის ელ-ბაბ ეშ-შარკის რაიონში მდებარეობს. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ ტერორისტებს, რომლებმაც გარკვეულ მომენტში ასაფეთქებელი მოწყობილობები აამოქმედეს.

„ორი აფეთქების შედეგად ბაღდადში 32 ადამიანი დაიღუპა, 110 დაიჭრა“, - იუწყება ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მთავარი თემები