09:22 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (158)
64 0 0

წარსულში ევრილ ჰეისი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე, ასევე ბარაკ ობამას მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებული კანდიდატი ევრილ ჰეისი დაამტკიცა, იუწყება FOX News.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეისის კანდიდატურას 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა თავი შეიკავეს.  

​ამგვარად ევრილ ჰეისი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის პირველი ქალი–ხელმძღვანელია. მანამდე მას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტი ეკავა, ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე.

აღინიშნება, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის რანგში ევრილ ჰეისი 18 სპეცსამსახურის, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული უშიშროების ბიუროს, პენტაგონის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა უწყებების მუშაობას გაუწევს კურირებას.

სენატში მოსმენებისას ჰეისმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე მისი პრიორიტეტული მიმართულება — ჩინეთის შეკავება იქნება.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (158)

მთავარი თემები