თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის სენატმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებული კანდიდატი ევრილ ჰეისი დაამტკიცა, იუწყება FOX News.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, ჰეისის კანდიდატურას 84-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა თავი შეიკავეს.
Avril Haines, President-elect Joe Biden's DNI pick, pledges to keep politics out of intelligence after President Trump's wars with the intelligence community: "There is simply no place for politics ever" https://t.co/UHSx2emBrp pic.twitter.com/KccIFb1Fq4
— CNN Politics (@CNNPolitics) January 19, 2021
ამგვარად ევრილ ჰეისი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის პირველი ქალი–ხელმძღვანელია. მანამდე მას ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტი ეკავა, ასევე იყო ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღინიშნება, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის რანგში ევრილ ჰეისი 18 სპეცსამსახურის, მათ შორის, ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს, გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეროვნული უშიშროების ბიუროს, პენტაგონის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვა უწყებების მუშაობას გაუწევს კურირებას.
სენატში მოსმენებისას ჰეისმა განაცხადა, რომ ახალ თანამდებობაზე მისი პრიორიტეტული მიმართულება — ჩინეთის შეკავება იქნება.