თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯანმოს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის გამო სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა მარიანჯელა სიმაომ.
LIVE: Q&A on #COVID19 vaccines, diagnostics & therapeutics safety with @doctorsoumya and @mariangelasimao. #AskWHO https://t.co/EqosN1gjAr
— World Health Organization (WHO) (@WHO) January 20, 2021
„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბაზარზე. ეს „ფაიზერია“. და ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს სიკვდილის არც ერთი შემთხვევა იმ ვაქცინებისგან, რომლებიც ამ მომენტისთვის გამოიყენება“, — განაცხადა მან.
ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, დაფიქსირდა გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად, ანაფილაქტიკური შოკი, რამდენიმე ვაქცინირებულს კი სერიოზული ალერგიებისადმი მიდრეკილება გამოუვლინდა. ასეთ შემთხვევებში, ექსპერტის თქმით, აუცილებელია აცრა სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვების ქვეშ ჩატარდეს.
მარიანჯელა სიმაოს თქმით, ჯანმო გულდასმით აკვირდება ვაქცინების ნებისმიერ გვერდით მოვლენებს და შესაბამისად გასცემს განახლებულ რეკომენდაციებს.
ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ 12 პრეპარატი ელოდება ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებას.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა რუსული ვაქცინა Sputnik V-ს მწარმოებლებისგანაც. აღნიშნული ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა.