კოვიდ-ვაქცინებისგან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა: ჯანმოს ექსპერტი

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია COVID-19-ზე
ვაქცინაცია COVID-19-ზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანმოს ექსპერტის თქმით, დაფიქსირებულია მხოლოდ გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, როგორიცაა ანაფილაქტიკური შოკი და სერიოზული ალერგიები.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ჯანმოს ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრის გამო სიკვდილის არც ერთი შემთხვევა, განაცხადა ორგანიზაციის ექსპერტმა მარიანჯელა სიმაომ.

​„ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რომელიც ფართოდ გამოიყენება ბაზარზე. ეს „ფაიზერია“. და ჩვენ ჯერჯერობით არ გვინახავს სიკვდილის არც ერთი შემთხვევა იმ ვაქცინებისგან, რომლებიც ამ მომენტისთვის გამოიყენება“, — განაცხადა მან.

ჯანმოს წარმომადგენლის განცხადებით, დაფიქსირდა გვერდითი ეფექტების რამდენიმე შემთხვევა, მაგალითად, ანაფილაქტიკური შოკი, რამდენიმე ვაქცინირებულს კი სერიოზული ალერგიებისადმი მიდრეკილება გამოუვლინდა. ასეთ შემთხვევებში, ექსპერტის თქმით, აუცილებელია აცრა სამედიცინო დაწესებულებებში დაკვირვების ქვეშ ჩატარდეს.

ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი - Sputnik საქართველო
ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი

მარიანჯელა სიმაოს თქმით, ჯანმო გულდასმით აკვირდება ვაქცინების ნებისმიერ გვერდით მოვლენებს და შესაბამისად გასცემს განახლებულ რეკომენდაციებს.

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ 12 პრეპარატი ელოდება ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებას.

მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეგისტრაციაზე განაცხადი შევიდა რუსული ვაქცინა Sputnik V-ს მწარმოებლებისგანაც. აღნიშნული ვაქცინა გამალეის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცენტრში შეიქმნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0