08:53 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (158)
165 0 0

აშშ-ის პრეზიდენტის შეწყალების აქტი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ტრამპის სიაში მოხვდება, სასამართლო დევნას თავს დააღწევს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს მოაწეროს ხელი ბრძანებულებას საკუთარი თავის, ოჯახის წევრებისა და ადვოკატ რუდოლფ ჯილიანის შეწყალების შესახებ, იუწყება სააგენტო Reuters.

ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ყოფილ მსხვილ სპონსორს ელიოტ ბროიდის, რომელმაც უკანონო ლობისტური საქმიანობა აღიარა.

გარდა ამისა, შესაწყალებელთა სიაში მოხვდა ორი ცნობილი რეპერიც — ლილ უეინი და კოდაკ ბლეკი.

უეინს 2019 წლის დეკემბერში მაიამის აეროპორტში მოოქროვილი დატენილი პისტოლეტი აღმოუჩინეს. ის 250 ათასი დოლარის გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა 10 წლით პატიმრობა ემუქრებოდა.

მეორე რეპერმა, კოდაკ ბლეკმა კი აღიარა, რომ უკანონო გზით შეიძინა რამდენიმე სახის იარაღი.

პრეზიდენტის შესაწყალებელთა სიაში ასევე არის დეტროიტის ყოფილი მერი კუამე კილპატრიკი, რომელსაც 28 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი კორუფციის გამო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ასამდე ადამიანის შეწყალებას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო შეწყალება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თავის დროზე ამერიკის ბევრმა პრეზიდენტმა გამოიყენა ეს გზა იმისთვის, რომ სასამართლო დევნისგან დაეხსნა საკუთარი პოლიტიკური მომხრეები.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (158)

მთავარი თემები