თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 90 მილიონიან ნიშნულს გადასცდა, აცხადებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, მასმედიაში გავრცელებულ და სხვა ღია წყაროების მონაცემებს აჯამებს.
უნივერსიტეტის ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსული ინფექცია მსოფლიოში 90 260 468 ადამიანს დაუდგინდა.
ამასთან, COVID-19-ის შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია აშშ-ში – 22,2 მილიონზე მეტი. მსოფლიოში პანდემიის შედეგად 1,93 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, თითქმის 50 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის აფეთქება პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.