მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამსტერდამში ტურისტებს მსუბუქ ნარკოტიკებს აღარ მიჰყიდიან: განიხილება გეგმა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამსტერდამის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ უცხოელი ტურისტების გარკვეული ნაწილი ქვეყანაში მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკებისთვის ჩადის

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ამსტერდამის ხელისუფლება აპირებს, აკრძალოს ტურისტებზე მსუბუქი ნარკოტიკების გაყიდვა, მომავალში კოფეშოპებში მხოლოდ ნიდერლანდების მოსახლეობას მოემსახურებიან. აღნიშნული ინიციატივა ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალსემამ წამოაყენა, იუწყება პორტალი NOS–ი.

ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს შესასვლელი ბრიუსელში - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა სექს-წვეულებაზე დაკავებული ევროპარლამენტის დეპუტატის ვინაობა

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ ტურისტების ნაწილი ქვეყანაში მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკებისთვის ჩადის.

აღსანიშნავია, რომ  ბოლო 20 წლის განმავლობაში კოფეშოპების რაოდენობა ამსტერდამში 283–დან 166–მდე შემცირდა, თუმცა  მოთხოვნა მსუბუქ ნარკოტიკებზე გაიზარდა.

ამასთან კოფეშოპების თითქმის 30% ამსტერდამში მდებარეობს, რაც ჰალსემას თქმით, „ძლიერი სტიმულია უცხოელი ტურისტებისთვის“.

ამსტერდამის მერი მიუთითებს კვლევაზე, რომლის თანახმადაც უცხოელი ტურისტების დიდი რაოდენობა აღარ მოინდომებს ნიდერლანდების დედაქალაში ჩასვლას, თუ კოფეშოპებზე წვდომა არ ექნებათ.

გარდა ამისა, კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 2025 წლისთვის ადგილობრივი ბაზრის მომსახურებისთვის დღეს არსებული 166–დან მხოლოდ 73 ასეთი დაწესებულება იქნება საკმარისი.

„ამ გეგმის რეალიზებას ხვალვე არ ვაპირებთ. ვფიქრობ, რამდენიმე წელი გავა, სანამ აქამდე მივალთ“, — ამბობს ფემკე ჰალსემა.

მისი თქმით, ის ჯერ არ შეხვედრია კოფეშოპების მფლობელებს აღნიშნულ იდეაზე სასაუბროდ. ქალაქის მერს სურს, მოსაზრება თავდაპირველად მუნიციპალურ საბჭოსთან შეათანხმოს.

ამასთან ქალაქის მერი შიშობს, რომ მსუბუქი ნარკოტიკებით ვაჭრობამ შეიძლება ქუჩებში გადაინაცვლოს, თუმცა მაინც მიაჩნია, რომ გარკვეული ჯგუფის უცხოელი ტურისტების რაოდენობა შემცირდება. მას იმედი აქვს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტების სხვა ჯგუფების მიზიდვა იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ქვეყნის კულტურისა და სილამაზის გაცნობა სურთ და  არა „ქუჩაში კაიფით ხეტიალი“.

 

ყველა ახალი ამბავი
0