06:20 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
77 0 0

ვაშინგტონში შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად, რომლებიც დონალდ ტრამპის მოთხოვნას უჭერენ მხარს, პოლიციამ წიწაკის ბალონები გამოიყენა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ვაშინგტონში მიმდინარე დემონსტრაციაზე დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეჯახება მოხდა, იუწყება ტელეარხი Fox News.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები მოითხოვენ, არ ჩაითვალოს იმ სადავო შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების ხმები, რომლებშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

​ტელეარხის ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებები სამშაბათს, საღამოს დაიწყო. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წიწაკის ბალონები გამოიყენეს.

დონალდ ტრამპმა თავისი მხარდაჭერებისადმი თანადგომა Twitter-ზე დააფიქსირა და დაწერა, რომ მათი ხმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტშიც ისმის.

„ვაშიგტონი სავსეა ხალხით, რომლებსაც არ სურთ იხილონ რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მიერ მოპარული გამარჯვება... ჩვენ გვესმის თქვენი ოვალურ კაბინეტშიც და გვიყვარხართ. გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“ — დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.

​როგორც ცნობილია, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არ აღიარებს ნოემბრის არჩევნებში მარცხს. ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპს 232, ხოლო ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის სხდომაზე, რომელშიც ორივე პალატის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები