10:23 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
168 0 0

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს კორონავირუსის გამო 5 იანვრიდან შემოღებულ შეზღუდვებზე ინფორმაციას აწვდის და მათი დაცვისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ამ ქვეყანაში მყოფ თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსის საგანგაშო გავრცელების გამო 5 იანვრიდან რიგი შეზღუდვები დაწესდა და მათი შემსუბუქება წარმატებულ ვაქცინაციაზე და მოსახლეობის მიერ მთავრობის რეკომენდაციების დაცვაზე იქნება დამოკიდებული, აღნიშნულია საელჩოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი, უფრო საშიში მუტაცია გამოავლინეს>>

უწყების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდ–განგაშის სისტემის მეხუთე დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

კარანტინი გულისხმობს შემდეგს:

  • ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება: აუცილებელი საჭიროების, განათლების, სამუშაო ადგილზე მისვლისა და დღეში ერთხელ ვარჯიშის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრი დახურულია;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებები და სკოლები გადადიან ონლაინ–სწავლების რეჟიმზე თებერვლის შუა რიცხვებამდე. გამონაკლისის სახით სკოლები ღია იქნება მხოლოდ განსაკუთრებული პროფესიის მქონე (critical workers) ადამიანების შვილებისთვის.

საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს საყოველთაო ვაქცინაცია ქვეყანაში დამტკიცებული ორი ვაქცინის (კომპანიების Pfizer და AstraZeneca-Oxford) გამოყენებით.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 85.675.442 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1.853.344 ადამიანი. დიდ ბრიტანეთში ინფიცირებულია 2,7 მილიონზე მეტი ადამიანი.

მთავარი თემები