00:01 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
181 0 0

მგზავრებით სავსე თვითმფრინავი იძულებული გახდა, საგანგებოდ დაშვებულიყო აეროპორტში, რათა საახალწლო გირლანდებისგან გათავისუფლებულიყო

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ავიაკომპანია Avianca–ს აერობუსი, რომელიც აშშ–ის ქალაქ ორლანდოდან კოლუმბიის ბოგოტაში მიფრინავდა, იძულებული გახდა, ელ–დორადოს აეროპორტში საგანგებოდ დაშვებულიყო, იუწყება РИА Новости The Aviation Herald–ზე დაყრდნობით.

ამის მიზეზი გახდა ჰაერში მოფარფატე რაღაც დიდ ობიექტთან შეჯახება.

​თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოდან ჩანს, რომ თვითმფრინავი მთლიანად საახალწლო სადღესასწაულო მორთულებობით აღმოჩნდა გარშემორტყმული.

ანაწერი Twitter–ში გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაგმეს იმ ადამიანების საქციელი, ვისმა ქმედებებმაც კინაღამ თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები