თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. ავიაკომპანია Avianca–ს აერობუსი, რომელიც აშშ–ის ქალაქ ორლანდოდან კოლუმბიის ბოგოტაში მიფრინავდა, იძულებული გახდა, ელ–დორადოს აეროპორტში საგანგებოდ დაშვებულიყო, იუწყება РИА Новости The Aviation Herald–ზე დაყრდნობით.
ამის მიზეზი გახდა ჰაერში მოფარფატე რაღაც დიდ ობიექტთან შეჯახება.
🚨#ÚLTIMAHORA La irresponsabilidad de unos desadaptados estuvo a punto de causar una tragedia. Hace momentos un Airbus A320 (N557AV) de Avianca impactó un globo pirotécnico cuando aproximaba a Bogotá procedente de Orlando, obligándole a aterrizar de emergencia. pic.twitter.com/cELiXagAUO
— Webinfomil.com (@Webinfomil) January 1, 2021
თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოდან ჩანს, რომ თვითმფრინავი მთლიანად საახალწლო სადღესასწაულო მორთულებობით აღმოჩნდა გარშემორტყმული.
ანაწერი Twitter–ში გამოქვეყნდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაგმეს იმ ადამიანების საქციელი, ვისმა ქმედებებმაც კინაღამ თვითმფრინავის კატასტროფა გამოიწვია.