აფეთქებების სერია იემენში: ათობით ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / FAWAZ SALMANიემენის აეროპორტში აფეთქების შედეგები
იემენის აეროპორტში აფეთქების შედეგები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე საათის წინ ქვეყნის დედაქალაქში, აეროპორტის მოფრენის დარბაზში მოხდა ძლიერი აფეთქებების სერია, რამაც 22 ადამიანი იმსხვერპლა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. იემენის ქალაქ ადენში კვლავ გაისმა აფეთქება - ამჯერად მააშიკის მთავრობის სასახლის მახლობლად, იუწყება РИА Новости.

რამდენიმე საათის წინ ადენის აეროპორტის დარბაზში რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა. სწორედ იმ მომენტში თვითმფრინავის ტრაპზე უნდა ჩამოსულიყვნენ ახალი მთავრობის წევრები, რომლებიც ადენს ერ-რიადიდან ჩამოფრინდნენ.

Sky News-ის ცნობით, შენობას, სადაც ახლად არჩეული მინისტრები იმყოფებიან, შესაძლოა მოხვდა რაკეტა ან უპილოტო საფრენი აპარატი. არიან თუ არა დაჭრილები ან მსხვერპლი, ჯერ არ არის ცნობილი.

„რია ნოვოსტის“ წყაროს ინფორმაციით, პირველი აფეთქება გამოიწვია სარაკეტო სროლამ რაიონებიდან, რომლებსაც იემენის სამხრეთ-დასავლეთის თაიზის პროვინციაში „ანსარ ალაჰის“ მოძრაობის მეამბოხეები აკონტროლებენ. ტელეარხ Sky News Arabia-ს ცნობით, ადენის აეროპორტის თავზე აფეთქებამდე უპილოტო საფრენი აპარატების ხმა ისმოდა.

ვითარება იემენში - Sputnik საქართველო
შეტაკება იემენში: შვიდი ადამიანი დაიღუპა, ოცზე მეტი - დაიჭრა

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, 50-ზე მეტი დაიჭრა, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. მინისტრები არ დაშავებულან, ისინი მთავრობის სასახლეში გადაიყვანეს. აეროპორტის შენობა და მიმდებარე რაიონები უშიშროების ძალებმა ალყაში მოაქციეს. საგამოძიებო კომისიას შსს უხელმძღვანელებს.

ახალი მთავრობის წევრები ადენში ერ-რიადიდან ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტმა აბდ რაბუ მანსურ ხადიმ 18 დეკემბერს დანიშნა. მინისტრთა კაბინეტი ჩამოყალიბდა საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობასა და სეპარატისტებს შორის გასული წლის შეთანხმების შედეგად სამხრეთ იემენის გარდამავალი საბჭოდან და მის შემადგენლობაში ხუთი სამხრეთელი მინისტრი მოხვდა.

იემენში 2015 წლიდან პრეზიდენტ აბდუ რაბუ მანსურ ხადის მხარდამჭერებსა და მეამბოხე ჰუსიტებს (მიჩნეულია, რომ ირანის მხარდაჭერით) შორის სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ხადიმ, რომელიც საუდის არაბეთში იმყოფება, დანიშნა ახალი მთავრობა 24 მინისტრის შემადგენლობით, რომელსაც აბდელ მალიკი ჩაუდგა სათავეში. მთავრობის შემადგენლობაში შევიდა სამხრეთ იემენის გარდამავალი საბჭოს ხუთი წარმომადგენელი. ეს უკანასკნელი რესპუბლიკის სამხრეთის გამოყოფას უჭერს მხარს.

ქვეყნის ჩრდილოეთს, მათ შორის, ქალაქ სანას, ჰუსიტები აკონტროლებენ. ამიტომ საერთაშორისო დონეზე აღიარებული რესპუბლიკის დროებითი დედაქალაქი ადენია.

ყველა ახალი ამბავი
0