მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენის სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება: პენტაგონი განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
მანამდე ჯო ბაიდენმა გაავრცელა განცხადება, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო წინაღობებს უქმნის მის გარდამავალ გუნდს ხელისუფლების გადაცემის პროცესში.

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. განცხადება, თითქოს პენტაგონის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს წინააღმდეგობებს უქმნის, სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია პენტაგონის საიტზე.

„თავდაცვის სამინისტრომ 164 ინტერვიუ ჩაატარა 400-ზე მეტ თანამშრომელთან და დოკუმენტების 5 ათასზე მეტი ფურცელი გადასცა — იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ამას ბაიდენის გარდამავალი გუნდი მოითხოვდა“, — ნათქვამია უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კრისტოფერ მილერის განცხადებაში პენტაგონის საიტზე.

იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო მომავალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესს ხელს უშლის, თავად ჯო ბაიდენმა განაცხადა ორშაბათს.

პენტაგონი - Sputnik საქართველო
პენტაგონმა ჯო ბაიდენის გუნდთან თანამშრომლობა შეწყვიტა – რას ამბობს წყარო?

კრისტოფერ მილერმა უარყო ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადება და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებამ წინა ადმინისტრაციების ძალისხმევებსაც კი გადააჭარბა ინფორმაციების გადაცემის საკითხში. ამასთან, მისი თქმით, პენტაგონის ხელმძღვანელობა კვლავაც მზად არის, უპასუხოს ბაიდენის გუნდის ყველა შეკითხვასა და მოთხოვნას.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პორტალი Axios ადმინისტრაციაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პენტაგონმა ჯო ბაიდენის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კრისტოფერ მილერისგან შესაბამისი მითითება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0