13:15 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
123 0 0

ჯანმოში ირწმუნებიან, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს ვირუსის ახალი შტამების დაკვირვებას და მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობას

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის მუტაცია გაგრძელდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დააკვირდება მის ახალ ვარიანტებს, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ.

„კორონავირუსის მუტაციები გაგრძელდება, ეს ბუნებრივი პროცესია. თავად ვირუსზე ეს არსებით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ჩვენ ამ ვარიანტების შესწავლა უნდა განვაგრძოთ“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.

კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ჯანმო  ვირუსის ახალი შტამების დაკვირვებას და მთელი მსოფლიოს მეცნიერებთან თანამშრომლობას განაგრძობს.

თავის მხრივ,  ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პლანეტას COVID-19-ის ახალ ვარიანტებთან დაპირისპირება მოუწევს. მან ასევე სახელმწიფოებს მოუწოდა, ახალი შტამების შესახებ მონაცემები ჯანმოს და სხვა ქვეყნებს ოპერატიულად გაუზიარონ.

დეკემბრის შუა რიცხვებში დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს. ის უფრო სწრაფად ვრცელდება, მეტად გადამდებია, თუმცა მედიკოსებს ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის უფრო მეტად საშიშია.

მთავარი თემები