15:26 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
262 0 0

ორშაბათს ევროკომისიამ ბაზარზე დაუშვა პირველი ვაქცინა Pfizer/BioNTech, რომელმაც ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) დადებითი შეფასება მიიღო.

თბილისი, 27 დეკემბერი ― Sputnik. ევროკავშირში ეპიდვითარების გაუარესების გამო გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე კვირას კორონავირუსზე ვაქცინაცია იწყება.

ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინაციის დასაწყებად პრეპარატის დამტკიცებას ელოდნენ. ორშაბათს ბაზარზე დაშვების უფლება მოიპოვა პირველმა ვაქცინამ - Pfizer/BioNTech-მა, რომელმაც ევროკავშირის წამლების სააგენტოს (EMA) დადებითი შეფასება მიიღო.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებდა, რომ ეს პრეპარატი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარი პირობებით იქნება ხელმისაწვდომი. Pfizer/BioNTech-თან ხელშეკრულება ითვალისწინებდა 200 მილიონი დოზის შეძენას, შემდგომში კი კიდევ 100 მილიონის. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მთლიანი მოსახლეობა დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს ითვლის.

საწყის ეტაპებზე ვაქცინის დოზების რაოდენობა შეზღუდული იქნება, მანამ სანამ მათი წარმოება არ გაიზრდება, წერდა ევროკომისია.

პრეპარატი კავშირის სახელმწიფოებს შორის ეტაპობრივად გადანაწილდება. ლაიენმა შაბათს განაცხადა, რომ პირველი პარტიები ევროკავშირის ყველა ქვეყანას მიეწოდა.

ევროკომისიის გათვლებით, ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს უნდა დაიწყოს. ამ პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნები თავად იღებენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბევრი სახელმწიფო აცრების დაწყებას უკვე დღეიდან გეგმავდა. მათ შორის არის გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ავსტრია, ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ბულგარეთი. ირლანდიაში ვაქცინაცია იგეგმება 30 დეკემბრიდან, ბელგიაში - 28 დეკემბრიდან.

მთავარი თემები