მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„გამოიცანით, საიდან იყო“: ტრამპი აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში დამნაშავეს ასახელებს

© AP Photo / Seth Wenigდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს „მეგობრულად აფრთხილებს“, რომ ერთი ამერიკელის მკვლელობასაც კი არ აპატიებს.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაღდადში მდებარე ამერიკის საელჩოზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა და თეირანს დაემუქრა, რომ ამერიკელთა შორის მსხვერპლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება.

​„ბაღდადში ჩვენს საელჩოს კვირას რამდენიმე რაკეტა მოხვდა. სამი რაკეტა ვერ აფრინდა. გამოიცანით, საიდან იყო ისინი: ირანი“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე.

ამასთან პრეზიდენტი „მეგობრულ რჩევას“ აძლევს თეირანს, მოუწოდებს დაფიქრებისკენ და აფრთხილებს, რომ ირანს ერთი ამერიკელის მკვლელობასაც კი არ აპატიებს.

დონალდ ტრამპის ბრალდებებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ უპასუხა, რომელმაც უარყო თეირანის კავშირი მომხდარ თავდასხმასთან.

„როგორც არაერთხელ გაცხადდა, ირანი უარყოფს თავდასხმას დიპლომატიურ და საცხოვრებელ ობიექტებზე“, — განაცხადა ჰათიბზადემ.

Президент Исламской Республики Иран Хасан Роухани - Sputnik საქართველო
„ირანი ბედნიერია“: ჰასან როუჰანის ტრამპის მარცხი ახარებს

საგარეო უწყების წარმომადგენელმა ბრალდებებს „უსაფუძვლო და ყალბი“ უწოდა და აშშ და მისი მოკავშირეები პროვოკაციებში დაადანაშაულა. ამასთან ჰათიბზადემ ურჩია ტრამპს, თავი შეიკავოს დაძაბულობის გამწვავებისგან, „თეთრ სახლში ყოფნის ბოლო დღეებში სახიფათო ავანტიურიზმისგან“ და „ინტრიგებს გამართლება უფრო დამაჯერებელ სცენარებში მოუძებნოს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ირანელმა დიპლომატმა აღნიშნა, ნებისმიერი „უგუნური ქმედების“ შედეგებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს დაეკისრება.

გასული კვირის ბოლოს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის „მწვანე ზონაზე“, სადაც სამთავრობო შენობები და უცხოეთის საელჩოები მდებარეობს, სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე განთავსებულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა შეტევა მოიგერია. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ტერიტორიაზე მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები მოხდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომა მომხდარში პროირანული ძალები დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0