მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ირანი ბედნიერია“: ჰასან როუჰანის ტრამპის მარცხი ახარებს

© photo: Sputnik / Alexey Druzhinin / გადასვლა მედიაბანკშიПрезидент Исламской Республики Иран Хасан Роухани
Президент Исламской Республики Иран Хасан Роухани - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის პრეზიდენტი კმაყოფილია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მარცხით, თუმცა არც ჯო ბაიდენის არჩევითაა აღფრთოვანებული.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ტერორისტი უწოდა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა გახარებულია არჩევნებში მისი დამარცხებით.

ამერიკელი სამხედრო საბრძოლო ქმედების დროს - Sputnik საქართველო
ირანული საფრთხე: ამერიკული ძალები საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

პრეზიდენტის გამოსვლა ირანის სახელმწიფო არხით გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში.

„ზოგი ამბობს, რომ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ჯოზეფ ბაიდენის [შეერთებული შტატების] ხელისუფლებაში მოსვლით. ეს ასე არ არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ტრამპი წავიდა“, — განაცხადა როუჰანიმ.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპი — ეს არის ადამიანი, რომელიც „ხოცავდა ადამიანებს და იყო ტერორისტი და ვაქცინის ირანში იმპორტსაც კი ეწინააღმდეგება“.  

ჰასან როუჰანი იმედოვნებს, რომ „ამერიკელების მიერ ბაიდენისთვის მიცემული ხმა — ეს არის ხმა კანონების დასაცავად და არა მათ დასარღვევად“.

14 დეკემბერს აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0