01:02 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)
92 0 0

პროფესორი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციების გაჩენას მისი მკურნალობა უწყობს ხელს და რომ ვირუსი საავადმყოფოებში უფრო სწრაფად განიცდის ევოლუციას, ვიდრე ბუნებაში.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენა COVID-19-ის მკურნალობის თავისებურებებს უკავშირდება, ამიტომ საზღვრებისა და ავიამიმოსვლის ჩაკეტვა სასურველ ეფექტს არ მოიტანს, აცხადებს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის პროფესორი ანჩა ბარანოვა.  

 

„დავუშვათ, ჩავკეტეთ საზღვრები და ახალი შტამით ინფიცირებული ყველა ადამიანი კარანტინში მოვათავსეთ. ეს არაფერს არ შეცვლის. ჩვენ ვმკურნალობთ ადამიანებს, ანუ ვირუსების ახალ ვარიანტებს ვამრავლებთ — საავადმყოფოში ვირუსი უფრო სწრაფად განიცდის ევოლუციას, ვიდრე ბუნებაში“, — ამბობს პროფესორი.

მისი განმარტებით, ისეთი ანტივირუსული პრეპარატების გამოყენება, როგორებიცაა „არეპლივირი“, „კორონავირი“ თუ „რემდესივირი“ (რომელსაც ბრიტანეთში იყენებენ), ხელს უწყობს ვირუსის „გაფუჭებული“, მუტირებული ვარიანტების გაჩენას. თავისი მასით ისინი „სიცოცხლისუუნარო სნეულები“ არიან, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება პერსპექტიული მასალა გახდეს ვირუსული ევოლუციისთვის. ანტისხეულების შემცველი კონვალესცენტური პლაზმის გამოყენების შემდეგ სუსტი შტამები ნადგურდება, ძლიერები კი შეიძლება დაუძვრნენ მას და „გარე სამყაროში გავრცელდნენ“.

ბიოლოგის თქმით, უფრო სწორი და გამართლებული იმ პაციენტებზე დაკვირვება იქნება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობენ, და ასევე იმის აღნიშვნა, თუ ვირუსის რა ნარჩენებით გადიან ისინი კლინიკებიდან მკურნალობის შემდეგ.

დეკემბრის პირველ დეკადაში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთიუ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც მის საწყის ფორმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება და 70%-ზე მეტად გადამდებია, თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, თითქოს ის უფრო მომაკვდინებელია, ან სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინებზე.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა უკვე შეაჩერა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეაფასა მსოფლიოს ქვეყნების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ „სატრანსპორტო მიმოსვლის შეზღუდვების თაობაზე გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე მიიღება. ჯანმოს რეკომენდაციაა, გამოიყენონ ისეთი მიდგომა, რომელიც რისკების შეფასებაზე იქნება დაფუძნებული“.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)

მთავარი თემები