13:58 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
9410

ინტერპოლის შეფის თქმით, თავისი ხანგრძლივი საპოლიციო მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს გადაწყდომია ისეთ ვითარებას, როგორიც ახლაა მსოფლიოში.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული ვაქცინის ბაზარზე გამოჩენის კვალდაკვალ დანაშაულები მსოფლიოში სერიოზულად გაიზრდება, აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი  Wirtschaftswoche-თან ინტერვიუში.

​„ვაქცინა — ეს 2021 წლის თხევადი ოქროა. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც მომავალ წელს გადანაწილდება. მაფია და სხვა დანაშაულებრივი ორგანიზაციები უკვე მზად არიან ამისთვის. ვაქცინების გამოჩენასთან ერთად კრიმინალი სერიოზულად მოიმატებს“, — აღნიშნა შტოკმა.

მისი თქმით, მსოფლიო არაერთხელ გახდება ქურდობების, საცავების გაძარცვის, ვაქცინებით დატვირთულ ტრანსპორტზე თავდასხმების მოწმე. გარდა ამისა, ბევრ ადგილზე გამძაფრდება კორუფცია, რათა ძვირფას მასალაზე წვდომა დაჩქარდეს.  

ამასთან ინპერტოლის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის პანდემიამ კრიმინალებს ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და „დანაშაულის პანდემია“ გამოიწვია.

„მსგავსი რამ ჩემი ხანგრძლივი საპოლიციო მოღვაწეობის განმავლობაში არ მინახავს: ვირუსი აზიიდან ყველა კონტინენტზე გავრცელდა და მას თან სდევს კრიმინალის პარალელური პანდემია. დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა პირველივე წუთებიდან დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ ეშოვათ ფული COVID-19-ით“, — თქვა შტოკმა.

პოლიციელის განმარტებით, დამნაშავეებმა მყის აუღეს ალღო კორონავირუსის პანდემიას და ყალბ სადეზინფექციო საშუალებებზე, ვითომ ანტივირუსულ პრეპარატებსა და ასევე დაბალი ხარისხის პირბადეებზე გადაერთვნენ. შტოკის თქმით, ამ დროისათვის იტერპოლს 15 მლნ დოლარის ღირებულების ყალბი დამცავი სამედიცინო მასალები აქვს ამოღებული.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები