14:04 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
6710

წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების ხელისუფლებაში არსებული ვითარება ყველაზე გამოცდილ პოლიტიკოსებსაც კი აშფოთებთ.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან დიდ დროს ატარებს თავის ყოფილ თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინთან და ადვოკატ სიდნი პაუელთან, რაც გარკვეულ შიშებს ბადებს, იუწყება გამოცემა Axios მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ჩინოვნიკებს ფლინის იდეები აფრთხობთ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და საარჩევნო უბნებიდან ხმის დამთვლელი მანქანების კონფისკაციის შესახებ.

ამასთან გამოცემა აზუსტებს, რომ ამერიკის ხელისუფლებაში ამჟამინდელი ვითარებით ის პოლიტიკოსებიც კი არიან შეშფოთებული, რომელთაგან თითოეულს შესაძლოა იმაზე მეტი პოლიტიკური რყევები ჰქონდეს გადატანილი, ვიდრე აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა სხვა წევრს. გარდა ამისა, მათ ასევე აღელვებთ ტრამპის სურვილი, დანიშნოს სიდნი პაუელი არჩევნების ფალსიფიკაციის საკითხში სპეციალურ მრჩევლად.

14 დეკემბერს გამართული აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიის 538 წევრის კენჭისყრის შედეგების თანახმად, დემოკრატ ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა ერგო, ხოლო დონალდ ტრამპს — 232. შესაბამისად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენია არჩეული. მიუხედავად ამისა, მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგები 6 იანვარს უნდა დამტკიცდეს კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სესიაზე. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები