15:44 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
53 0 0

მანამდე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ ჯო ბაიდენი შესაძლოა მისი ვაჟის მიმართ დაწყებული გამოძიების შეჩერებას შეეცადოს.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი არ აპირებს განიხილოს მისი ვაჟის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება იუსტიციის მინისტრთან ახალ ადმინისტრაციაში, ან ამ პოსტზე სხვა შესაძლო კანდიდატთან.

ამის თაობაზე ტელეარხ Fox News-ის ეთერში ბაიდენის გარდამავალი გუნდის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ ისაუბრა.

მისი თქმით, ჯო ბაიდენი უწყებას დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლელობას მისცემს.

ამასთან პსაკიმ ხაზი გაუსვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ასევე არ აპირებს ისაუბროს აღნიშნულ საკითხზე „მომავალ გენერალურ პროკურორთან“.

„გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ნებისმიერი გამოძიება, მომავალი გენპროკურორის კომპეტენციაა“, — განაცხადა პსაკიმ.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენს ჯერჯერობით არ დაუსახელებია აშშ-ის იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი. ამ თანამდებობაზე წარდგენილი პირი სენატორებმა უნდა დაამტკიცონ.

მანამდე რესპუბლიკურ პარტიაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ინაუგურაციის შემდეგ ბაიდენი შესაძლოა შეეცადოს მისი ვაჟის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტას.

ნიუ-იორკის ხელისუფლება უმცროსი ბაიდენის ფინანსურ საქმეებს იძიებს>>

ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ შტატ დელავერის ფედერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მის საგადასახადო გამოქვითვებთან დაკავშირებით. გაზეთ Politico-ს ინფორმაციით, გამოძიება მხოლოდ საგადასახადო საკითხებით არ შემოიფარგლება. გამოცემის წყაროს ცნობით, დელავერისა და ვაშინგტონის სამართალდამცველმა უწყებებმა უმცროსი ბაიდენის უცხოური კავშირების შესწავლა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყეს ფულის გათეთრებაში შესაძლო მონაწილეობის გამო.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები