მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიუ-იორკის ხელისუფლება უმცროსი ბაიდენის ფინანსურ საქმეებს იძიებს

© AP Photo / Andrew Harnikჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი
ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცემის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის მრჩევლები ჯერ კიდევ 2013 წელს შიშობდნენ, რომ უმცროსი ბაიდენის საქმიანი შეხვედრები პრობლემებს შეუქმნიდა მამამისს.

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება ჯო ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის ფინანსურ საქმიანობას ამოწმებს, იუწყება გამოცემა Politico გამოძიებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით.

​„ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფასიანი ქაღალდებით თაღლითობასთან ბრძოლის განყოფილება ჰანტერ ბაიდენის საქმიანობას სწავლობს“, — აცხადებს გამოცემა.

მანამდე კი უმცროსმა ბაიდენმა განაცხადა, რომ შტატ დელავერის ხელისუფლება მის მიერ გადახდილი გადასახადების საქმეს იძიებს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
სკანდალური დოკუმენტები: ბაიდენის ვაჟზე ახალი კომპრომატები ფოსტიდან მოიპარეს

​ამასთან ტელეარხი Fox News ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გამოძიების ფარგლებში ჰანტერ ბაიდენის ჩინეთში საქმიან ურთიერთობებს სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი, რომელიც მასმედიის მონაცემებით არის კიდეც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, მხარდაჭერას უცხადებს შვილს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, „ჩინეთმა უნდა დაიწყოს ბაიდენების მიმართ გამოძიება“. მანამდე კი ის აცხადებდა, რომ ჰანტერ ბაიდენი „მილიონებს იღებდა უკრაინისგან და ჩინეთისგან“.

უმცროსი ბაიდენის შესახებ სკანდალური წერილის დაბლოკვის გამო „ფეისბუქისა“ და „ტვიტერის“ ხელმძღვანელები სენატში დაიბარეს>>

საქმე ისაა, რომ 2013 წელს, ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდში, ჰანტერი თან ახლდა მამას პეკინში ვიზიტისას. ზოგი მედიასაშუალების ცნობით, მაშინ უმცროსი ბაიდენი დაეხმარა ჩინეთის პირდაპირი ინვესტიციების კერძო ფონდის ხელმძღვანელს ჯონათან ლის, შეხვედროდა ჯო ბაიდენს. როგორც გაზეთი The NewYorker წერს, ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლები უკვე მაშინვე შიშობდნენ, რომ უმცროსი ბაიდენის ბიზნეს–შეხვედრები მამის ოფიციალური ვიზიტების დროს კრიტიკის ცეცხლს დაატეხდა თავს ჯო ბაიდენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0