10:28 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
206 0 0

გერმანიის ხელისუფლება „ლოკდაუნით“ დაზარალებულ იმ კომპანიას, რომელსაც გაკოტრების საფრთხე დაემუქრება, დახმარების სახით 500 ათას ევრომდე გამოუყოფს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. გერმანიაში პანდემიური ვითარების გაუარესების ფონზე 16 დეკემბრიდან მკაცრი „ლოკდაუნი“ წესდება, რომელიც მინიმუმ 10 იანვრამდე გაგრძელდება, იუწყება Deutsche Welle.

ახალი საკარანტინო წესები, რომლის თანახმადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიკეტება მაღაზიები (გარდა სურსათისა), სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა საჯარო დაწესებულებები, კანცლერმა ანგელა მერკელმა და 16 ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრებმა დაამტკიცეს 13 დეკემბერს.

„ლოკდაუნის“ ფარგლებში საშობაო დღესასწაულების გამართვა მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში იქნება დაშვებული (რაოდენობა – ცხრა ადამიანი). თუმცა, შეხვედრის მონაწილეთა რაოდენობის მაქსიმალურ ზღვარს ფედერალური მიწები მათ ტერიტორიებზე არსებული ეპიდვითარების შესაბამისად დაადგენენ.

გარდა ამისა, იკრძალება მასობრივი ღონისძიებები 31 დეკემბერსა და 1 იანვარს. ამასთან ხელისუფლება დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაუშვან ფეიერვერკები.

მკაცრი „ლოკდაუნი“ არ კრძალავს ეკლესიებში ღვთისმსახურებაზე დასწრებას, თუმცა ავალდებულებს მოსახლეობას, დაიცვან სოციალური დისტანცია და გაიკეთონ პირბადე. ამასთან ეკლესიებში იკრძალება გალობა, ხოლო დიდ ღვთისმსახურებაზე დასწრება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი.

როგორც გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, ქვეყანა „ახლა ვირუსთან ბრძოლის გადამწყევტ ფაზაშია“. მისი თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია ახალი წლიდან დაიწყება, რაც „პანდემიის დასასრულს მოაახლოვებს“. 

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმ საწარმოებს, რომლებიც „ლოკდაუნით“ დაზარალდებიან, სახელმწიფო დახმარების სახით ფულად სახსრებს გამოუყოფს. დახმარების თანხის მაქსიმალური რაოდენობა 200 ათასიდან 500 ათას ევრომდე იზრდება, თუმცა მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც პირდაპირ ან ირიბად ემუქრება გაკოტრების საფრთხე. ამასთან გათვალისწინებულია საქონლის ფასში დანაკარგების კომპენსაციაც.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები