06:37 10 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1450
  • 100 RUB4.6319
  • USD3.4324
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (157)
235 0 0

დედამიწაზე მთელი გამონაბოლქვის დაახლოებით ორი-მესამედი უკავშირდება კერძო მეურნეობებს მათი მოხმარების მოდელის გამო, ადამიანებმა უნდა შეცვალონ მოხმარების ქცევა, ამტკიცებენ გაეროში

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე ასწლეულის მიწურულს შეიძლება 3°C-ით გაიზარდოს, ნათქვამია გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის მოხსენებაში.

მოხსენების თანახმად, კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვები გამოიწვევს 2020 წელს ნახშირორჟანგის 7%-ით შემცირებას. თუმცა 2020 წელს გამოფრქვევის მოსალოდნელი შემცირება გლობალურ დათბობას შეამცირებს მხოლოდ 0,01°C-ით 2050 წლისთვის, აღნიშნულია მოხსენებაში.

„მთლიანობაში, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ამ ასწლეულის ბოლოს დედამიწაზე ჰაერი 3,2°C-ით გათბეს, პარიზის შეთანხმებით განსაზღვრული პირობების სრული რეალიზაციის პირობებშიც კი“, - აცხადებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი.

მისი თქმით, სათბურის აირების გამოფრქვევებმა მაქსიმუმს 2019 წელს მიაღწია, მიმდინარე წელი კი დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე თბილი იქნება.

„ტყის ხანძრები, შტორმები და გვალვები კვლავაც ქაოსს თესავენ, მაშინ როცა ყინულები უპრეცედენტო სისწრაფით დნება“, - დასძინა ანდერსენმა.

აღნიშნულია, რომ 2010 წლიდან სათბურის აირების გამოფრქვევა საშუალოდ წელიწადში 1,4%-ით იზრდებოდა, 2019 წელს კი, ტყეებში ხანძრების გახშირების შედეგად, ეს მაჩვენებელი უფრო სწრაფი ტემპებით 2,6%-მდე ავიდა.

იმ პირობით, თუ ქვეყნების მთავრობები პანდემიის შემდგომი აღმდგენის ფარგლებში თანხებს დააბანდებენ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებში და დაიცავენ ვალდებულებებს გამოფრქვევების „ნულოვანი“ დონეების შესახებ, მოხერხდება მსოფლიოს მიახლოება 2°C-ის სამიზნე მაჩვენებელთან, რომელიც კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების ფარგლებშია დასახული.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (157)

მთავარი თემები